პატარა ანცო…

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA   მელოდები როდის მოვალ, თითქოს რამე განძი აღმოგეჩინოს ჩემში, შენ ყველაზე ანცო. საოცრებას მიწოდებ, როცა შენ თვითონ ხარ ასეთი საოცარი და საყვარელი. სითბოთი მავსებ. პატარა ბავშვივით მეტიტინები ყველაფერზე, გულს მიშლი ისე თითქოს კალთაში მყავდე დასმული და კამფეტს შეგპირდი სიმართლის სანაცვლოდ, შენც მეტიტინები ბევრს უაზროდ და საყვარლად, მე კიდე მეღიმება შენს ტიტინზე, მერე მეც გავბავშვდები და ორივენი ვთამაშობთ ერთად, ვიცინით და გვიხარია ჩვენი სიცილი, რადგან ორივემ ვიცით როგორი ცხოვრებაც არის და რომ არსებობენ კიდევ ადამიანები ვინც ჩვენს გაღიმებას ახერხებენ. შენ ყველაზე ანცო, მეუბნები რომ საოცრება იპოვე, მაგრამ უფრო სწორი იქნება, რომ საოცრად მიპოვე, საოცრებისგან კი შორს ვარ, უბრალოდ ოკეანე ვარ… სიყვარულის ოკეანე, რომელსაც შენ საოცრება უწოდე და რომელსაც ასე უფრთხი, თუმცა ამ ოკეანეშიც შენთვის დიდი ადგილია, უბრალოდ არ გაუთამამდე და არ დაგავიწყდეს რომ ოკეანეა. ისე კი არაფერს დაგიშავებს, მოტიტინე ბავშვებს ეალერსება პატარა ტალღებით, წამოვა ტალღა და ნუ გაექცევი, უბრალოდ მოგეფერება, მოგეალერსება პატარა ფეხებზე, ხანდახან გაგწუწავს და შენც სიცილით შევარდი პატარა ტალღებში, პატარა ანცო…

პატარა ანცის წერილი ოკეანეს…

 

lazydaysofsummerprintოკეანე არ დაგახრჩობსო მითხარი და დავიჯერე მეც სულელმა. არც დამახრჩო! მიმიზიდა და მაპრინა ცაში, მაცურავა მის ძლიერ ტალღებში და გამათბო მხურვალე მზის სხივებით. არ გაუთამამდეო ესეც მითხარი და არ დაგიჯერე მე სულელმა. გაუთამამდი შევცურე და ნაპირზე გამოსვლის ძალა აღარ მაქვს, არც მინდა გამოსვლა, მაგრამ მეშინია რომ მომეწონება, რომ დავივიწყებ რეალობას და ვიცხოვრებ საოცრად ლამაზ ოცნებაში. მეშინია ჩემი სურვილების, მეშინია, რომ მომინდება დასაკუთრება, იმის რაც არ უნდა დავისაკუთრო. რა მინდა? ჩემში ქაოსია. ამ ქაოსის დალაგება არც მინდა და არც შემიძლია. ბევრს არაფერს ვითხოვ, უბრალოდ ყველაფერი მინდა რაც საუკეთესოა. ბედნიერი და თავისუფალი, დამოუკიდებელი ცხოვრება მინდა.
მიზიდავს შენი არსება, ძლიერი, ვნებიანი და ამავე დროს ძალიან ბავშვური და მოსიყვარულე, ტბილი და უზომოდ კეთილი. შნ ოცნება ხარ, ჩემი ოცნება და მე მიყვარს ეს ოცნება. არ მინდა რეალობაში დაბრუნება და არც ოცნებაშია ჩემი ადგილი. აი როგორ შეიდზლება დაახრჩოს ოკეანემ პატარა დაბნეული ანცი გოგო, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაზრდილიყო, მაგრამ არ უნდა გაზრდა…

შენ… მე…

 

Yin_and_Yang_Koi_fish_by_firreflye2შენ, თხელი თავსაფრით, მე სიყვარულის მტანჯველი, უნდობელი, ცხოველური მზერით. შენ აგელოზს გავხარ, მე დემონს, სულს რომ შეგიჭამს, დაგტანჯავას და გაწამებს, გაგიმეტებს ყველაფერი უდებურებისთვის. მე შენ გიყურებ ზიზღის თვალებით, შენი თვალები შებრალებას მთხოვს, მეუბნება ყველა ტანჯვასა და ტკივილს. მე არ მჯერა შენი, ისევ შეუბრალებლად გიყურებ, გტანჯავ, სულს გიხუთავ, ბოლოს მოგიღებ. მინდა მოგკლა, ჩემივე ტანჯვით, გიყურო თვალებში, მერე ტუჩებზე, მერე ისევ თვალებში.

ტაძარში…

– ვფიცავ, რომ აღარასდროს მიგატოვებ, აღარასდროს გატკენ. ვფიცავ რომ შენი ვარ და შენი ვიქნები ყოველთვის, ვფიცავ რომ გაგაბედნიერებ…

დემონი გაქრა, თვალები სიბრალულმა აავსო, მერე სიყვრულმა, გადმოიღვარა ჯერ ერთიდან, შემდეგ მეორედან.

ჩვენ ვიდექით ჩვენი საყვარელი ადამიანების სულებთან, ტაძარში, რომელთანაც მე პირველად ჩაგიხუტე გულში… შენ ანგელოზი, მე კი დემონი…

საცოდავი

არ მოუცია განგებას ჩემთვის სიძულვილის ძალა როგორც ჩანს, არადა რომ მოეცა, ახლა ის ადამიანი იქნებოდი, რომელიც ყველაზე მეტად მძულს ამ ქვეყანაზე, შენს სიკვდილს ვისურვებდი, თან წამებით. მაგრამ სუსტი ვარ, იმის მაგივრად რომ მძულდე, ისევ ის ადამიანი ხარ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს ამ ქვეყანაზე, რომლის სიკვდილის სურვილს კი არა, მისი სიცოცხლისთვის რომ ვიბრძოლებ.
როგორ შეძელი, ეგ როგორ შეძელი, ანგელოზი როგორ დაეცი, თან უმდაბლეს ადამიანად იქეცი, ყველაზე უმადურ და უსინდისო არსებად. ტყუილის განსახიერებად. არ მძულხარ, მაგრამ ვფიცავ მეცოდები ეგეთი რომ ხარ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ ყველაფერზე, მით უფრო ვხვდები შენს საცოდაობას.
მთელი სულით და ხორცით მინდა ისევ ჩემს მკლავებში იყო და გაბედნიერო, მაგრამ გონებით არ მინდა კიდევ როდესმე გასაცოდავდე და დაეცე. არ მინდა ისევ ტყუილები და ეს ტკივილი არ მინდა. საშინელებაა, გინდა ამოგლიჯო და მოიშორო, არადა ვერ ვიშორებ, ისევ შენი საცოდაობის შემყურე. ნეტა შემძლებოდა მეც ტყუილებით გამევსე და წიხლი მეკრა, მაგრამ შენგან განსხვავებით მე არ დავცემულვარ, მართალი ვიყავი შენთან. ყოველთვის მეგონა რომ არ გიმსახურებდი შენ, რომ საოცრება იყავი ჩემთვის, მაგრამ ახლა შენ არ მიმსახურებ, იმიტომ რომ საოცრება არ ხარ, არავინ არ ხარ, მაგრამ მაინც ყველაფერი ხარ…

სიყვარულმა რა ჰქმნა?

 

jesus_painting_2   გადაითელა გრძნობები, ახლა უკვე ვეღარაფერს ვგრძნობ. ლამაზ სიზმრებში ვიცხოვრე, ახლა კიდევ რეალობა მახრჩობს. გაიქეცი… გაიქეცი… გაიქეცი…

– დაიფიცე რომ ჩემი იქნები სამუდამოდ, რომ არ მიმატოვებ არასდროს, არავინ იქნება ჩემს გარდა და გეყვარები ცხოვრების ბოლომდე და მერეც.

– ვფიცავ რომ შენი ვიქნები ყოველთვის, რომ არ მიგატოვებ არასდროს, არავინ იქნება შენს გარდა და მეყვარები სამუდამოდ.

…არადა კოცნის, არადა ყიდის,
იცის მოკლავენ, განა შტერია?
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?
თავის სიმცირეს ვერ მოერია.

სიყვარულმა რა ჰქმნა?!…